სოფელი ჩორჩანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, აქ 264 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ სოფელში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, საჭიროა საბავშვო ბაღი, სკვერიც,
როგორ უნდა ჩაერთოს ჩორჩნის მოსახლეობა საკუთარ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში, რა მექანიზმები არსებობს ამისათვის და როგორი ვითარებაა ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეების ჩართულობის მხრივ? – საკითხებზე ჩორჩანელებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, მაკა სუდაძე ესაუბრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და პეტიცია – ადგილობრივების ჩართულობის ერთ-ერთი მთავარ ხელსაწყო და მათი გამოყენების პროცედურები გააცნო მაკა სუდაძემ ადგილობრივებს შეხვედრაზე. ასევე მოუყვანა მაგალითები, როდესაც ადიგნელმა ახალგაზრდებმა პეტიციის საშუალებით საკუთარ სოფლებში პრობლემები უკვე მოაგვარეს.
სოფლის ცენტრში, ფანჩატურში შეხვედრისას ისაუბრებს დასავლურ პრაქტიკაზეც. მაგალითად, თუ როგორ ერთვებიან საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებაში, განვითარებაში ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები.
შეხვედრას არ ჩაუვლია ევროკავშირის და ნატოს შესახებ გავრცელებული მითების და დეზინფორმაციის განხილვის გარეშეც.
შეხვედრა ჩვენი ახალი პროექტის, “საუბრები წყაროსთან” ფარგლებში, ჩორჩნის ცენტრში გაიმართა. საუბრის დასასრულს გვითხრეს, რომ სოფელში მსგავსი შეხვედრები თითქმის არასდროს ტარდება, ამიტომაც დღეს მიღებულ ინფორმაციაზე მოთხოვნა და საჭიროება, მათივე თქმით დიდია.
“საუბრები წყაროსთან” გახლავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს TOK TV. ჩვენ უკვე ვესტუმრეთ ადიგენის სოფელ უდეს და წალკის სოფლებს, კოხტას და საყდრიონს. პროექტის ფარგლებში კიდევ 16 სოფელში ჩავალთ.