ვსაუბრობთ ქალების და კაცების უფლებებზე, თანასწორობაზე და სტერეოტიპებზე ფოლკლორულ ანსამბლ “მესხ ფოლკის” წევრებთან ერთად, ხალხური მუსიკის ფონზე
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ასე მხიარულად დაიწყო ახალციხეში, ფოლკლორული გუნდის, “მესხ ფოლკის” ახალგაზრდებთან შეხვედრა. მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი, ჟუჟუნა კახაძეა, რომელიც მუსიკას ახალციხელ ახალგაზრდებს მეხუთე წელია ასწავლის.
ჩვენ აქ გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა უფლებებზე სასაუბროდ მოვედით, მათ შორის ვსაუბრობთ სტერეოტიპებზე.
მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ თავის კარიერაში ხშირად შეხვედრია სტერეოტიპულ დამოკიდებულებას სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტის მიმართ, თითქოს და ისინი ან კაცის ან ქალის იყოს. მაგალითად როგორიცაა დოლი, დიპლიპიტო, კონტრაბასი და ა.შ
სპიკერები ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლები, თამუნა კაპანაძე და ქეთო ბალახაშვილი არიან, რომლებიც ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობებით და თამაშებით უყვებიან თუ რატომ უნდა იყოს დაცული ქალების და კაცების უფლებები და რა ხდება, მაშინ, როდესაც ეს უფლებები ირღვევა.
შეხვედრა, ახალგაზრდებთან სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის და TOK TV-ს პარტნიორობით გავმართეთ, რომელიც დაფინანსებულია საფარის მიერ WISE (ვაიზის) პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრის დასასრულს ჩვენმა მასპინძლებმა ჩვენთვის კვლავ დაუკრეს.