ვულკანიზაციაში დაშავებული მამაკაცი ოჯახის წევრებმა ინოვას კლინიკაში გადაიყვანეს

March 10, 2025

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში დაშავებული მამაკაცი ოჯახის წევრებმა თბილისში, ინოვას კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაშავებულის ოჯახის წევრები ავრცელებენ. 

ინფორმაციას გვიდასტურებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც და მიუთითებენ, რომ გადაყვანის საჭიროება არ იყო. 

“მდგომარეობა კვლავ მძიმეა დღეიდან მკურნალობას თბილისში ინოვას კლინიკაში გავაგრძელებთ, თუ როგორ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცნობებთ პერიოდულად,” – წერენ ოჯახის წევრები.

შემთხვევა 6 მარტს მოხდა. თვითმხილველების თქმით, პირი საბურავს ცვლიდა, რა დროსაც იგი გასკდა, ღერძიდან მოძვრა და ხელოსანს მოხვდა.

ვულკანიზაციაში დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა – კლინიკა

მათივე ინფორმაციით, პირი კლინიკაში გადაყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის თქმით, კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.