ზარზმის მონასტრის ყოფილ მიტროპოლიტს, ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც მღვდელთმსახურება შეჩერებული ჰქონდა, უფლებამოსილება აღუდგა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ. მათივე განმარტებით: „საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობდა – თუ მედიას ადევნებთ თვალს, ეპარქიის მმართველმა თავად გააკეთა კომენტარი, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.“ დამატებითი დეტალებისთვის საპატრიარქომ ეპარქიაში გადაგვამისამართა.
ეპარქიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ხოლო, საკუთრივ ნიკოლოზ გეწაძემ, მას შემდეგ რაც გაიგო რომ ჟურნალისტები ვიყავით ტელეფონი გაგვითიშა.
2025 წლის იანვარში ნიკოლოზ გეწაძე რამდენიმე პირმა სექსუალურ შევიწროვებაშიდაადანაშაულა, რის შედეგადაც მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს და ზარზმიდან ქვაბიჯვირსმონასტერში გადაიყვანეს. მაშინ, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტები გეწაძემ ჩვენს რედაქციასთან უარყო. ხოლო, მოგვიანებით გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მიტროპოლიტი სექსუალურ ქმედებებს ადასტურებს. ამ დროდმე უცნობია, ჩანაწერის ავთენტურობა.
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული წინამძღვრის საქმე – რეაგირებების ძიებაში
სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო მასალაა გავრცელებული, რომელშიც ჩანს თუ როგორ აღავლენს წირვას, ზარზმის ყოფილი მიტროპოლიტი ადიგენის სოფელ მოხის დედათა მონასტერში.

ნიკოლოზ გეწაძე ზარზმის მამათა მონასტრის მიტროპოლიტი წლების განმავლობაში იყო. მას შემდეგ, რაც იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს და მღვდელმსახურება შეუჩერეს, მონასტერი თითქმის ყვლეა სასულიერო პირმა დატოვა. ჩვენ რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, რომ ფაქტორი გეწაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.