ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ყველამ უნდა დაიცვას, პირბადეც უნდა ატაროს, თუმცა ადამიანებმა ამის გამო “საკუთარი სახე არ უნდა დაკარგონ” და ზიარება ისევ ერთი კოვზით და ბარძიმით უნდა მიიღონ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა საკუთარ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.
დამატებითი კომენტარისთვის ჩვენ მიტროპოლიტს დავუკავშირდით, თუმცა გვითხრა, რომ უცხოეთში იმყოფება და ვერ დაგველაპარაკება.