ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე აღარ არის

June 16, 2025

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა დატოვა, იგი ადმინისტრაციის აპარატის ყოფილმა უფროსმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა – ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. 

ამ დრომდე უცნობია, ვინ დაინიშნება აპარატის უფროსად.

ზურა ხაჩიძე ამ თანამდებობაზე, ყოფილმა გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა დანიშნა, ხოლო გუბერნატორის შეცვლის შემდეგ, თანამდებობა დატოვეს მისმა მოადგილეებმაც, ზოგმა მალევე ზოგმა – მოგვიანებით. 

მიზეზების გასარკვევად ჩვენ ზურა ხაჩიძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.