გიყვებით ქუჩის შესახებ, რომელიც 4 წელია ელის შეკეთებას, ისევე როგორც საავტომობილო გზაზე არსებული ორმო, რომელიც წლების განმავლობაში დრო და დრო მცირე ნაგავსაყრელის როლს ითავსებს
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ახალციხეა, თაბუკაშვილის ქუჩა, გიყვებით ქუჩის შესახებ, რომელიც 4 წელია ელის შეკეთებას, ისევე როგორც საავტომობილო გზაზე არსებული ორმო, რომელიც წლების განმავლობაში დრო და დრო მცირე ნაგავსაყრელის როლს ითავსებს.
თაბუკაშვილის ქუჩაზე ამ გზით მოხვდებით. კადრებში ხედავთ საავტომობილო გზასაც, რომელიც დიდი ხანია დაზიანებულია. აქვეა ის ორმოც, რომელიც წლებია შეკეთებას და ამოვსებას ელოდა, თუმცა ასფალტის ნაცვლად ის უკვე დიდი ხანია პერიოდულად ნარჩენებით ივსება.
საავტომობილო გზაზე ამ ორმოს შესახებ სიუჟეტი ორი წლის წინაც მოვამზადეთ, ორმო მაშინაც ასე გამოიყურებოდა: “ხუთი თვეა ეს ორმოა გზაზე,” – მორიგი დაზიანებული საავტომობილო გზა ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე
თაბუკაშვილის ქუჩის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაშიც. როგორც აქ მცხოვრები ალექსანდრე ლომსაძე გვეუბნება, უწყებას საავტომობილო გზების რეაბილიტაციის გამო არაერთხელ მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ.
ჩვენ ქუჩის შესახებ სიუჟეტი 2023 წლის 4 ივლისსაც მოვამზადეთ, მაშინ მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, რომ გეგმავდნენ მანველიშვილის და კოსტავას ქუჩის მიერთებების რეაბილიტაციას, რომელშიც მოჰყვებოდა თაბუკაშვილის ქუჩაც, თუმცა ამ დრომდე არც თაბუკაშვილს ჩატარებია რეაბილიტაცია და არც – მანელიშვილს.
რას ამბობს მერია ახლა? – უწყებაში ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ და გვეუბნებიან, რომ გზას
მაშინ დააგებენ, როდესაც “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” წყლის და საკანალიზაციო სისტემას მოაწესრიგებს.
როდის, ვინ და რა ფასად? – ვკითხეთ წყალმომარაგების კომპანიასაც თუმცა აქ ჩვენი კითხვების საპასუხოდ წერილობით მიწერა გვთხოვეს. მათ ჩვენ უკვე მივწერეთ, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ეს არ არის ერთადერთი საავტომობილო გზა ახალციხეში, რომელიც დაზიანებულია. იგივე ვითარებაა თითქმის ყველა ცენტრალურ
თუ შიდა ქუჩაზე, რომლებზეც მასალას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. გამოიწერეთ და თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.