თაგვი “ჩუდოს” იოგურტში? – სეს-ი გვეუბნება, რომ მიმდინარეობს მოკვლევა

May 23, 2025

ოზურგეთში “ჩუდოს” იოგურტში მომხმარებელმა, მისი თქმით თაგვი აღმოაჩინა და შესაბამისი ინფორმაცია სოც ქსელში გაავრცელა.

აღნიშნულს რეგიონული მედიაპლატფორმა “გურია” წერს. 

სქრინი: მედიაპლატფორმა “გურია”

მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა მომხმარებელმა  ე.წ. გაკირულის უბანში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ”ჩუდოს” მიერ წარმოებული თხევადი იოგურტი იყიდა.

ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა კომპანია “ვიმ ბილ დან საქართველო”-ს, რომელიც “ჩუდოს” პროდუქციას აწარმოებს. კომპანიაში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ

განახლება: კომპანიიდან მიღებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“გვინდა მოკლედ გაგაცნოთ, თუ როგორ ხდება პროდუქციის წარმოება ჩვენს ქარხანაში: ჩვენს კომპანიაში წარმოების სრულად დახურული პროცესია – რძის მიღებიდან, დაფასოების ჩათვლით. ტექნოლოგიური ციკლი ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს მოიცავს, შემდეგ კი გადის იქს რეი (X Ray) დეტექტორს, რომელიც ამჩნევს უმცირეს დეტალებსაც კი. მხოლოდ იქს რეის გავლის შემდეგ გადადის პროდუქცია საწყობში, რაც გამორიცხავს რაიმე ელემენტის მოხვედრას.”

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, უწყებაში გვეუბნებიან რომ მიმდინარეობს მოკვლევა.