ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
შსს-ს ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოვლინდა. დაკავებულია 2 პირი. შსს მათ ბრალას სამი ადამიანის მიმართ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების “მონურ” და უკანონოდ დატყვევებაში სდებს.
“2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით,’ – ნათქვამია განცხადებაში.
იმავე წყაროს ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა პირმა ფერმიდან გაიქცა და სომხეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მოინდომა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.