თოვლისა და ნამქერის გამო წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილების პრობლემებია. შეზღუდულია მიმოსვლა ცენტრსა და რამდენიმე სოფელს შორის. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით შეზღუდულია მოძრაობა შემდეგ სოფლებში: ბარეთი, არ-სარვანი, თეჯისი.
მიმდინარეობს თუ არა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები? კითხვით მერიას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად წერილობით უნდა მივმართოთ.
ავტორები: საიდა მამედოვი, ქეთევან ბოლქვაძე