სანთლები, ვეფხვი, არწივი – ქანდაკებები თოვლისგან ნინოწმინდელებმა დაამზადეს. ეს უკვე წლების ტრადიციაა, იმართება ნამუშევრების კონკურსიც – ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, კონკურსში ქალაქ ნინოწმინდის N1, 3, დიდი და პატარა ხანჩალის, განძის N2 საჯარო სკოლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ 5 ქანდაკება წარადგინეს.