ფოტო: რამინი სურმანიძე
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლი მოვიდა ასევე გოდერძის უღელტეხილზეც, – გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
რამდენად არის მზად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია თოვლისა და უამინდობისას უზრუნველყოს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო გადაადგილება. მერის, გოჩა ქიმაძეს თქმით, გასულ წელს, კომპანიას, რომელსაც თოვლისგან გზები უნდა გაეწმინდა ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი მცირე თანხა. ამასთან გამოცხადებულია ხელახალი ტენდერიც.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის შიდა ქუჩების, სოფლებთან მისასვლელი გზების, შიდა საუბნო გზებისა და სასაფლაოებთან მისასვლელი გზების თოვლისა, ნამქერისა და ყინულის საფარისგან გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოებისთვის 50 ათას ლარამდე თანხის დახარჯვა იგეგმება.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც ტენდერს მიიღებს 573 კმ გზა უნდა გაწმინდოს. ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
წინადადებების მიღება 05- 07 ნოემბერს იწარმოებს.