ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები მანამ არ გაგრძელდება, სანამ საქართველოში “რუსულ კანონი” ძალაში იქნება. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე – გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესწორებული და მხარდაჭერილი რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „რუსული კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
ასევე, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ – სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა, წინააღმდეგი 25 იყო და თავი 30-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.
წყარო: რადიო თავისუფლება