ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
თბილისში მიმდინარე აქციაზე სამცხე-ჯავახეთიდანაც არიან. “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დღეს აქციაზე წავიდნენ, ზოგი თავისი ინიციატივით, ზოგის ტრანსპორტირება პარტიამ უზრუნველყო.
“ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი გვეუბნება, რომ აქციაზე მათი მხარდამჭერები საკუთარი ინიციატივით წავიდნენ და მათთვის პარტიას არ მოუწოდებია.
“ძალიან ბევრი ხალხია ჩამოსული ჩვენი მხარდამჭერები. ჩვენ არ მოგვიწოდებია, ისინი მათი ინიციატივით ჩამოვიდნენ აქციაზე,” – გვითხრა ჩილინგარაშვილმა.
ნაც. მოძრაობის ახალციხის წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი გვეუბნება, რომ “იმაზე მეტ ადამიანს სურდა აქციაში მონაწილეობა ვიდრე მათი ტრანსპორტირება შევძელით. სამცხიდან 2000-ზე მეტია ჯამში ოთხივე რაიონიდან ერთად.”
ოპოზიციური პარტიები, ისინი ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა (“პატრიოტთა ალიანსის” გარდა) პარლამენტის წინ აქციას მართავს. მათ პარლამენტის შესვლაზე უარი განაცხადეს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ფოტო: ივერი ბალახაშვილი