ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების პერსონალი ინფიცირებულია. ახალციხეში -5 , ადიგენში – 1 და ასპინძაში – 4. ინფორმაციას ჩვენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვიდასტურებენ. მათივე თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში მედ. პერსონალის დამატების აუცილებლობა არ არის.
რამდენი სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს სამცხე- ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, ამის გარკვევას TOK TV 3 დღე ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გუშინ დაგვპირდნენ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა რედაქციამ პასუხი დღეს საღამოს მიიღო.