რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი ონლაინ მედიები მუშაობას შეაჩერებენ – 22-მა დამოუკიდებელმა მედიამ, დღეს მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა, მათ შორის ჩვენც, TOK2Regions-მა.
თუ დღეს, შუადღით, ჩვენს ან რომელიმე სხვა მედიის საიტზე შეხვიდოდით იქ ინფორმაციის ნაცვლად შავი ბანერი დაგხვდებოდათ.
სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
“კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? – როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს. სინათლის ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც. კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა, რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე და მისი როლი სინათლის შენარჩუნებაში.”
პლატფორმაზე შესვლა ამ ბმულით შეგიძლიათ: https://sinatle.media/ – აქ თქვენ დაგხვდებათ ანგარიშს ნომრები, ( #GE76TB7548536080100013 #GE70BG0000000609775306) რომელზე თანხის ჩარიცხვის შემთვევაში თქვენ, შემდეგ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს დაეხმარებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ფუნქციონირების გაგრძელებაში:
- ბათუმელები
- ნეტგაზეთი
- პუბლიკა
- ინდიგო
- ქართლის ამბები
- გურია ნიუსი
- სამხრეთის კარიბჭე
- Chai Khana
- Info imereti
- სტუდია მონიტორი
- ქუთაისი პოსტი
- OC Media
- რადიო მარნეული
- აჭარა თაიმსი
- აი ფაქტი
- პროექტი 64
- მედიაჩეკერი
- ჩემი ხარაგაული
- აპრილი
- გურიის მოამბე
- TOK2Regions
- Jnews