2020 საპარლამენტო არჩევნების წინ TOK TV ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. მისი მიზანი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებთათვის მნიშვნელოვან პრობლემებისა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის შემოთავაზებული გზების, საარჩევნო პროგრამების შესახებ ჟურნალისტური მასალების მომზადება იქნება. შინაარსთან ერთად, TOK TV ორგანიზებას გაუწევს სამცხე-ჯავახეთში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას, წინასაარჩევნო პერიოდში.
პროგრამა“ინტერნიუსი“, “ინტერნიუსი – საქართველოსთან” და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ცენტრთან (USAID/Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) პარტნიორობით ხორციელდება.
მასში TOK TV-სთან ერთად 5 მედია მონაწილეობს: სათემო რადიო „ნორი“, სათემო რადიო „მარნეული“, პანკისის სათემო რადიო „Radio WAY“, ონლაინ გამოცემა „ჯეინიუსი“ (Jnews.ge) და ტელეკომპანია „მეცხრე არხი“.
TOK TV-მ “ინტერნიუსი -საქართველოსთან” თანამშრომლობით უკვე წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. ამ უკანასკნელის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალის ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე:
https://toktv.ge/category/%D0%B5%D1%81-%D0%BD%D0%B0%D1%82%D0%BE/
TOK TV არის ერთადერთი ქართული რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ დაფუძნდა. TOK TV-ს პარტნიორებია: Open Media Hub; BBC Media Action; ინტერნიუსი-საქართველო, უკრაინული დამოუკიდებელი მედიის ასოციაცია; მაუწყებელთა ალიანსი-საქართველო.
TOK TV გახლავთ საქართველში გავრცელებულ რუსულენოვან არხებს შორის (BBG, DW, BBC) ყველაზე რეიტინგული რუსულენოვანი სატელევიზიო მაუწყებელი, სამწუხაროდ, Russia 1 chanel -ის შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: არხის რეიტინგის კვლევა არ ხორციელდება მის სამიზნე რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში
ავტორი: მიშო დარბაიძე