ისტორია მეწარმე, ეკა ბახტურიძის შესახებ

March 31, 2025

ისტორია მეწარმე, ეკა ბახტურიძის შესახებ, რომლის საწარმოში დამზადებული ხინკალი, პელმენი, აპოხტის ხინკალი და სხვა გემრიელობები შესაძლოა დაგიგემოვნებიათ კიდეც

ტექსტი:

ეკა ბახტურიძე 3 წელია ახალციხეში ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. 

აქ თქვენ შეხვდებით მესხურ ტრადიციულ აპოხტის ხინკალს, სხვადასხვა შიგთავსის პელმენებს, ხინკლებს და სხვა პროდუქციას. 

თავდაპირველად საწარმოში 4 ქალი მუშაობდა, შესაბამისად წარმოებაც მცირე ზომის იყო, თუმცა ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს უკვე რეგიონში ორი ფილიალი აქვს. ამ ეტაპზე ორივე საწარმოში 18 ქალია დასაქმებული. 

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიღებული 10 000 ევროიანი გრანტით მეწარმე ქალმა პელმენის დამამზადებელი აპარატი, შოკ მაცივარი და გენერატორი შეიძინა, რაც მდგრადი წარმოებისათვის აუცილებელი იყო. 

საწარმოს დამფუძნებლის  თქმით, საკუთარი ბიზნესის გაზრდასთან ერთად, მისი მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ქალების დასაქმება და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.  სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საწარმოში მხოლოდ ქალები არიან დასაქმებულები, მათ შორის არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რეპატრირებული მესხები და უკრაინელი ლტოლვილები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა  სხვადასხვა ტრენინგები და კურსები, რამაც შესძინა პროექტის მონაწილეებს ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მონაწილეებმა  არამარტო ახალი თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ საშუალება მიეცათ  გამოეცადათ  იგი პრაქტიკაში.

ეკა ბახტურიძის თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სხვა გრანტიორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მისივე თქმით მიღებულმა ცოდნამ და ახალ კავშირებმა მას მისცეს შესაძლებლობა  მომავალში უფრო ეფექტურად იმუშაოს.

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო-ქართლში 33 მცირე და საშუალი ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2 600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი – 171 000 ლარი.

პროექტის ფარგლებში

 დაფინანსდა მესხური ფურნე, საკონდიტროები, პურის საცხობები, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრები.