სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც სტუდენტებს და მკვლევრებს სთავაზობენ ერაყის უნივერსიტეტში სწავლას.
აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
ჩვენ დავუკავშირდით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რექტორი, მაკა ბერიძე გვეუბნება, რომ ზოგადი ინფორმაცია გაავრცელეს და არცერთ ერაყის უნივერსიტეტთან არ თანამშრომლობენ.
“არანაირი გაცვლითი პროგრამა არ გვაქვს ერაყის უნივერსიტეტთან. ეს ზოგადი ინფორმაციაა. ჩვენ გაცვლითი პროგრამა გამოვაცხადეთ ერასმუსის ფარგლებში,” – გვეუბენბა ბერიძე.