“იყვნენ ისეთი ახალგაზრდები რომლებიც არაფორმალურ განათლებაში პირველად ჩაერთნენ,” – ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია , ტოლერანტობა – საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს
ვნახოთ სიუჟეტი
რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა უფლებების დაცვა, რა არის დისკრიმინაცია და რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში ტოლერანტობას – საკითხებზე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა 30-მდე ახალგაზრდამ იმსჯელა, რომლის ორგანიზატორი, “განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის” მხარდაჭერილი საინიციატივო ჯგუფია.
პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დიანა დანელიანის თქმით, სხვადასხვა თემატიკაზე ჯამში 8 შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის გამართეს გასვლითი ღონისძიება საფარაში.
გარდა ამისა ჩაატარეს ბლოგების კონკურსი, ხოლო გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ცდუნებულიყო აქტივობები ჩაატარეს, პროექტის „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების, როგორც ინტეგრაციის ელჩების“ მინი-გრანტების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები.