ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის დაფინანსება, სხვადასხვა ფონდებთან ხელმისაწვდომობა, მეტ პროექტში ჩართულობა,”– როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შედეგები, სტატუსის მოპოვების პროცედურა და პერიოდი?
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, პროცედურის თანახმად იწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
- სტატუსის მიღების შემდეგი ეტაპია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და კოპენჰაგენის შეთანხმების 35 თავზე მუშაობა: ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და ა.შ.
- ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა ყველა იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, რომელიც კოპენჰაგენის შეთანხმების 35 სავალდებულო თავშია გაწერილი.
- აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ქვეყანას უკვე შესაძლებლობა აქვს გაწევრიანების შეთანხმებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელსაც ასევე 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რის შემდეგაც შეთანხმება იგზავნება 27 ქვეყნის პარლამენტში და ევროპარლამენტში რატიფიკაციისთვის.
- ამასთან, საჭიროა გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ ჩაატაროს რეფერენდუმი და გაწევრიანების სურვილი მოსახლეობის უმეტესობამაც დაადასტუროს.
- რატიფიკაციის დასრულების შემდეგ ინიშნება ქვეყნის გაწევრიანების თარიღი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 3 მარტს მიმართ, უკრაინას და მოლდოვასთან ერთად.
ამავე თემაზე: განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და პროცედურა
«ვფიქრობ ევროპამ რუსეთის რეალური სახე დაინახა და გვაქვს შანსი წინ წავიწიოთ» — გამოკითხვა