ჩირი, ტყლაპი, ლობიო – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში მცხოვრებლები უკრაინისთვის საქველმოქმედო ტვირთს აგროვებენ. საკვებ პროდუქტებთან ერთად, ნივთებს შორისაა თბილი ტანსაცმელი და პლედები.
გუმბათში მაცხოვრებლები ასევე აგროვებენ კარტოფილს, რომელიც წალკაში უხვად მოჰყავთ. გვეუბნებიან, რომ კარტოფილის გაყიდვით მიღებულ თანხას უკრაინაში დაზარალებულებს გადაურიცხავენ.
აღნიშნულის ორგანიზატორები არიან სოციალური საწარმო „გუმბათის“ ახალგაზრდები და „ეკო კლუბის“ წევრები.
ასევე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებს წალკის მუნიციპალიტეტის მერია ( წალკის მერიამ უკრაინის დასახმარებლად თანხა გამოჰყო, რამდენი არ გვეუბნებიან )
ავტორები: ქეთევან ბოლქვაძე, საიდა მამედოვი