„კარწახის“ საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოვლინდა- ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
იგივე წყაროს ინფორმაციით, მოქალაქე საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“-ს გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად 133 ათას ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების 871 გრამი ოქროს გატანას შეეცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით.