“ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით,” – დაბა ადიგენში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს,
სამმართველომ პროტესტის შესახებ ინფორმაცია TOKTV-ის რედაქციიდან შეიტყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, მოთხოვნით დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
მუსლიმთა სამმართველო მოუწოდებს მხარეებს არ აყვნენ პროვოკაციას, “მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.”
სოციალურ ქსელში, სხვადასხვა წყაროები დაპირისპირების ადგილიდან ავრცელებენ ვიდეო მასალებს სადაც TOKTV-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. აღნიშნულ ვიდეო კადრებში ჩანს დაპირისპირება, პროტესტანტებს და სახლში მყოფ პირებს შორის, რა დროსაც სახლში მყოფებს ემუქრებიან, რომ აქ ვერ იცხოვრებენ.