“ლელო საქართველოსთვის” ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. აქ დეპუტატობისთვის სოცგარ პუთულიანი იბრძოლებს.
პუთულიანი როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თქვა არის ექიმი: “მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში, როგორც ქირურგის, ისე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სომხეთში. დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.”
თანაპარტიელის, ჯუმბერ ინასარიძეს თქმით, სოცგარ პუთულიანი არის ნინოწმინდელი და ნინოწმინდაშივეა დასაქმებული.
გარდა ჯავახეთისა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამ ოლქში წარადგინა.
როდის წარადგენენ სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს? ამ კითხვით ჩვენ “ლელოს” ახალციხის ოფისის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ინასარიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, კანდიდატს 1-2 დღეში წარადგენენ, თუმცა ვის პარტიაში ჯერ კიდევ მსჯელობენ.
ამ დროისთვის ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარდგენილი ჰყავს მმართველ პარტიას, “ნაც. მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”.
მოქმედი დეპუტატი, ენზელ მკოიანი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.
ავტორი: მიშო დარბაიძე