ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლა დღეიდან, სწავლას დისტანციური წესით განაგრძობს. მიზეზი მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირებაა. ინფორმაციას გვიდასტურებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დავით ზედგენიძე და ამბობს, რომ სწავლა ონლაინ 30 აპრილამდე გაგრძელდება.
სოფელ სპასოვკის N1 სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში ეს მეოთხე სკოლაა, რომელშიც კორონავირუსი დადასტურდა და დისტანციურად განაგრძობს სწავლებას.