კიდევ უფრო გართულებული გადაადგილება პანდემიის დროს – ახალციხე

November 23, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში შიდა საქალაქო ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს, როგორც ავტოსადგურის დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი გვეუბნება მიზეზი მგზავრების სიმცირეა.

“დღეს ველოდებოდი 12:00 საათზე წესით უნდა მოსულიყო, ჩემთან ერთად კიდევ ელოდებოდა რამდენიმე და არ მოვიდა, იძულებული ვარ მთელი ქალაქი ფეხით გავიარო,” – გვეუბნება ადგილობრივი.

შიდა საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდულ მოძრაობაზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინაც დავწერეთ, მაშინ მამუკაშვილმა მიზეზად ტრანსპორტის გაფუჭება დაასახელა.