კიდევ უფრო გაძვირებული სამედიცინო მომსახურეობა – რეპატრირებული მესხები მოქალაქეობის მოლოდინში

March 6, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე , ინგა ირიციანი — 577681889

  • სამცხე-ჯავახეთში 27  რეპატრიებული მესხების ოჯახი ცხოვრობს. მათგან უმეტესს მოქალაქეობა, წლობით მცდელობის მიუხედავად, არ აქვს.
  • “სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა ,რომ ჯერ სახელმწიფო ენა ისწავლეთ და შემდეგ მოითხოვეთ მოქალაქეობაო,” – რა დაბრკოლებებს ქმნის ახალციხეში მცხოვრები რეპატრირებული მესხებისთვის ის გარემოება რომ მათ მოქალაქეობის მიღება არ შეუძლიათ?
  • ახალციხეში მარდალიევების ოჯახმა მშობიარობაში 1 600 ლარზე მეტი გადაიხადეს.

ამავე თემაზე: «ქვეყნისთვის საშიშები და არასაიმედოები ხართო» — რეპატრირებული მესხები მოქალაქეობის მოლოდინში

ეს ქვეყანა შენია — რეპატრირებული მესხები და შშმ პირები პანდემიის დროს

პაციენტს, რომელიც რეპატრირებული მესხია მკურნალობას სახელმწიფო დაზღვევა არ უნაზღაურებს — კლინიკა

მშობლიურ მესხეთში დაბრუნება — რეპატრირებული მესხი

რა დაბრკოლებებს ქმნის ახალციხეში მცხოვრები რეპატრირებული მესხებისთვის ის გარემოება რომ მათ მოქალაქეობის მიღება არ შეუძლიათ? საკითხის პერიოდული გაშუქებით მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მათთვის ქვეყანაში ფასიანია არაერთი სახელმწიფო მომსახურება და არ ვრცელდება დაფინანსების პროგრამები. მათ შორისაა ფეხმძიმობა და მშობიარობაც.

რეპატრირებული მესხის ვასპია მარდალიევას რძალმა რამდენიმე დღის წინ ახალციხეში იმშობიარა და საავადმყოფოში 3 დღე გაატარა, რაშიც ოჯახმა 1 600 ლარზე მეტი გადაიხადა. მარდალიევა ასევე ამბობს, რომ იმის, გამო რომ ბავშვებს მოქალაქეობა არ აქვთ ექიმთან ყოველი ვიზიტი ფასიანია. 

საქართველოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სამედიცინო სერვისებზე გადასახადი ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მართლაც განსხვავებულია.

სხვა რეპატრირებული მესხების მსგავსად, მოქალქეობის მიღებას წლებია ცდილობს ვასპია მარდალიევას.  ოჯახიც. ის იხსენებს ახალციხის აგრალურ ბაზარში შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მარდალიევა ამბობს, მაშინ მოქალაქეობის მინიჭებაზე კითხვა პრეზიდენტსაც დაუსვა, რომელმაც მოქალაქეობის მიღებამდე  სახელმწიფო ენის სწავლა მოსთხოვა. ოჯახში სრულყოფილად ქართული ენა მხოლოდ ახალგაზრდა თაობამ იცის. 

რატომ ვერ იღებენ მოქალაქეობას რეპატრირებული მესხები? ამ კითხვით ჩვენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დავუკავშირდით. უწყებაში ვიდეო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა მოგვწერეს, რომ რეპატრიებულ მესხებს მოქალაქეობის მოთხოვნის სურვილით 2016 წლის შემდეგ არცერთი სახელმწიფო უწყებისთვის მიუმართავთ. 

რეპატრირებული მესხების პრობლემებზე უკვე წლებია მუშაობს ასოციაცია “ტოლერანტი”. ცირა მესხიშვილის შეფასებით,  სახელმწიფოს მათ მიმართ დისკრიმინაციულია და პრობლემა არ შემოიფარგლება გაძვირებული სამედიცინო მომსახურებით. 

მოქალაქეობის მიღების პროცესში ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია.  ჩვენი სიუჟეტის გმირის მსგავსად, მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ შესწავლის სურვილი აქვთ თუმცა შესაძლებლობა არა. დეფიციტის აღმოსაფხვრელად უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა 4+1, რაც უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს ქართული ენის შესწავლას სთავაზობს.