ახალციხის კლინიკა «იმედში» კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი წევს, მათგან ნაწილის მდგომარეობა რთულია, – ინფორმაციას კლინიკაში გვიდასტურებენ.
კლინიკაში საწოლების რაოდენობაც 60-ია, შესაბამისად ადგილები სრულად შევსებულია. კლინიკის მენეჯერის, მზია კაკოშვილის თქმით, ამათგან 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დღეს NCDC-ის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 101 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. 20 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში კიდევ 113 პირი აიცრა.