ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის კლინიკა “იმედში” კოვიდ პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა მაინც ყველა შევსებულია. ასევე, შევსებულია 5 პრე-დიაგნოსტიკური საწოლიც. ინფორმაციას კლინიკური მენეჯერი, მზია კაკოშვილი გვიდასტურებს და ამბობს, რომ საწოლების დამატებას აღარ გეგმავენ.
“ამ დროისთვის გვაქვს 60 საწოლი და 5 “ტრიაჟი” ანუ დიაგნოსტირებამდე პაციენტების მოსათავსებელი. ყველა შევსებულია,” – გვეუბნება კაკოშვილი.
ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის კიდევ 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შემთხვევათა რაოდენობა სულ 1 731-ს შეადგენს.