ახალციხეში, კლინიკა “იმედში” მას შემდეგ ,რაც ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა დამძიმდა ოჯახის წევრებმა სამედიცინო დაწესებულებაში შესვლა სცადეს და საავადმყოფოს მინები ჩაამტვრიეს, რის შემდეგაც 2 პირი დააკავეს, მოგვიანებით კი – ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს – ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 166 და 173-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და დაუმროჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს 27 წლის მედიკოსი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მოგვიანებით მან გონება დაკარგა, თუმცა კავშირი ვაქციანაციასა და მომხდარს შორის ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
ახალციხიდან რეანომობილით გადაყვანილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
ამავე თემაზე: «წინასწარ გამოკვლევები ჩატარებული ჰქონდა» — კლინიკა “იმედის” მენეჯერი
https://www.facebook.com/1740887375921884/videos/2941175192831343