ახალციხის კლინიკა “იმედში” კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს, ამათგან 5 ბავშვია. კლინიკის მენეჯერის, მზია კაკოშვილის თქმით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ზრდასრულებში გვყავს მძიმე პაციენტები,” – ამბობს კაკოშვილი.
ამ დროისთვის კლინიკა “იმედში” 22 თავისუფალი ადგილია. სულ კლინიკას 60 პაციენტის მიღება შეუძლია. რაც შეეხება კლინიკა “ევექსს” მენეჯერის, ბესო ბურჯალიანის თმით, კოვიდპაციენტებს აღარ იღებენ.
ოფიციალური მონაცემებით დღეს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 2 261 შემთხვევიდან, 29 – სამცხე-ჯავახეთშია.
აღნიშნულის პარალელურად რეგიონში ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჯამურად სრულად აცრილი 998 პირია, ერთი დოზით აცრილი 4 000-მდე ადამიანი. ვაქცინაცია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის, ყველა კლინიკაშია შესაძლებელი.