კომპანია „კოკა-კოლა“ გლობალური მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს შეამცირებს. აქედან 1 200-ს აშშ-ში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი პანდემია არ ყოფილა, თუმცა აღნიშნავენ, კრიზისმა ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დააჩქარა.
„როიტერი“ -ის ინფორმაციით 500-მდე სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება ატლანტაში, სადაც კომპანიის სათავო ოფისია განთავსებული.
2019 წლის ბოლოს, “კოკა კოლას“ მსოფლიოს მასშტაბით 86 200 თანამშრომელი ჰყავდა.