ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებული კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფება,- ამის შესახებ ინფორმაციას იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე გვიდასტურებს.
მისივე თქმით, არასრულწლოვანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შემთხვევა 30 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, 10 წლამდე ბავშვი თამაშის დროს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის 5-ე სართულიდან გადმოვარდა.
არასრულწლოვანი ჯერ კლინიკა იმედში, შემდეგ კი თბილისში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.