კულტურული მემკვიდრეობების ძეგლების დაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის როლი ამ პროცესებში – შეხვედრა ასპინძაში

October 1, 2024

კულტურული მემკვიდრეობების ძეგლების დაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის როლი ამ პროცესებში

“საუბრები თემთან” პროექტის ფარგლებში ასპინძის სოფელ ნაქალაქევში მაღრაძეების ოჯახში შეკრებილ თანასოფლელებს ვესტუმრეთ

აქ იმ პროექტების შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისთვის ახორციელებს.

ტექსტი:

ასპინძა, პატარა მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 825 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ოფიციალური ცნობებით, დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობს. 

ასპინძაში თანამედროვე სამყაროს ერწყმის მრავალსაუკუნოვანი ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. ზღვის დონიდან 1090 მეტრზე ამოსულთ ხერთვისის და თმოგვის ციხე საუკუნოვანი ისტორიით და მითებით დაგხვდებათ. 

თუმცა მნიშვნელოვანია ნაგებობები ისტორიაში არ ჩაიკარგოს და ხელშესახები იყოს თანამედროვე ცხოვრებაშიც, რისთვისაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მილიონობით ლარს ხარჯავენ – დღეს ჩვენ ასპინძაში სოფელ ნაქალაქევში ვართ სტუმრად.

ჩვენი მასპინძელი მაღრაძეების ოჯახია, ისინი წლებია ამ სოფელში ცხოვრობენ, მისდევენ ტრადიციულ სოფლის მეურნეობას და ამბობენ, რომ ამაყობენ ასპინძის ისტორიული წარსულით და არა მხოლოდ ამაყობენ.  ოჯახის ერთ-ერთი წევრი, გიორგი მაღრაძე  უკვე წლებია ჩართულია რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღმოჩენის პროცესში. 

ოჯახი ჩვენთან ერთად დღეს ბევრ თანასოფლელს მასპინძლობს. 

ვისაუბრეთ ვარძიის კომპლექსზეც, მას უკვე 4 წელია ევროპა ნოსტრას ჯილდო აქვს მინიჭებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსი, განავითაროს და გაუწიოს პოპულარიზაცია. 

ევროპა ნოსტრას მედლის მფლობელია ბაკურიანში არსებული ტიმოთესუბნის ეკლესიაც. 

რელიგიური თუ საერო კულტურულ-ისტორიული ქართული ძეგლების მოვლა-გაფრთხილებას ჩვენი დასავლელი პარტნიორები წლებია აფინანსებენ, სხვა რეგიონებშიც. მაგალითად რეაბილიტაცია ჩაუტარეს აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესიას და გადაარჩინეს განადგურების პირას მყოფი ყინწვისის ანგელოზის ფრესკა. 

ასპინძის კულტურული მრავალფეროვნება ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, რომლის შენარჩუნებასა და განვითარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გავმართეთ, პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე ვესტუმრეთ სამცხე–ჯავახეთში და ქვემო-ქართლში რამდენიმე სოფელს, მოგვწერეთ თქვე რა თემა გაინტერესებთ და აუცილებლად გეწვევით. 

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889