მრავალი წიგნის ავტორი და მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს თემაზე „უწყვეტი განათლება“
ღონისძიება ხუთშაბათს 29 სექტემბერს 12 საათზე დაიწყება.
საჯარო ლექციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებმა წინასწარი ჩაწერით უნდა გაიაროს რეგისტრაცია ინფორმაციის გამავრცელებელი „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით.
ლევან ბერძენიშვილი 1953 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში დაიბადა იგი პროფესიით ფილოლოგი და პოლიტიკოსია. ამჟამად „ილიას სახელობის უნივერსიტეტის“ სრული პროფესორი, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ პროფესორი და „კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია“.
არ გამოტოვოთ საინტერესო შეხვედრა ახალციხეში!
29 სექტემბერს 12 საათზე გიწვევთ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე, თემა- «უწყვეტი განათლება».
დასწრების მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ ცენტრის გვერდზე. ადგილები შეზღუდულია.
შეხვედრა შედგება ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, მის. ახალციხე, რუსთაველის 65.