ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
რატომ არ არის გათვალისწინებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამები პარტია “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” საარჩევნო პროგრამაში? ეს კითხვა ჩვენ პარტიის დეპუტატობის კანდიდატს სამცხეში, გელა კვარაცხელიას დავუსვით. კვარაცხელია გვპასუხობს , რომ საკითხი ცალკე გამოსაყოფი არ არის.
შეხვედრა სადაც “ტრიბუნას” და “ლელოს” წარმომადგენლები ახალციხელ მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ და წინასაარჩევნო პროგრამები გააცნეს დემოკრატიული ჩართულობის ქსელების ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ამ ორი პარტიის წარმომადგენლები.
პარტია “ლელოს” რეგიონული ხელმძღვანელი, ჯუმბერ ინასარიძე გვეუბნება, რომ ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად პირველ რიგში აუცილებელია მათი საქართველოში განათლების მიღება შეძლონ, თუმცა რა მეთოდებით აპირებს პარტია მიზნის მიღწევას არ დაუკონკრეტებია.
შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნეს საკუთარი პოლიტიკური ხედვები და პროგრამები. თუ რას პირდებიან ისინი ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლების კუთხით.
შეხვედრაზე მიწვეული იყო “ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში, ზურაბ ჩილინგარაშვილი, თუმცა არ დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. სამცხეში სულ 14 კანდიდატია რეგისტრირებული.