ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში მერვედ ტარდება. მისი მიზანია, უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების 13- 18 წლის მოსწავლეების შეუძლიათ.
ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღება და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივება – სწორედ ამ მიზნით, ათასწლეულის ინოვაციის მერვე კონკურსი ლიბერთი ბანკის პარტნიორობით ჩატარდება.
კონკურსში გამარჯვებული გუნდი NASA -ში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ჩაერთვებიან საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.