ლიბერთის და მერსი კორფსის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE. ამჯერად ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს და RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს ტრენინგის სერტიფიკატები მიიღეს.
აღნიშნულ ტრენინგზე, 17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.