“რა უშლიდა ხელს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოგვესმინა გატარებული სამუშაოების შესახებ. მართლა გულდასაწყვეტია” – პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას სთხოვენ იმის გასაგებად თუ რა მოიმოქმედა საკრებულომ მუნიციპალიტეტის სკოლებში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
დღეს, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატმა მარინა აბულაძემ თქვა, რომ თუ რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევდნენ, გეგმურ სხდომაზე მაინც წარედგინა საკრებულოს შედეგები.
საქმე ეხება “სურსათის ეროვნული სააგენტოს” დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ახალციხისა და რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლებში გამოვლინდა სასმელ წყალში სხვადასხვა სახის სერიოზული დარღვევები.
საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე აცხადებს, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია.
რა ქნა საკრებულომ სკოლებში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად – ოპოზიცია რიგგარეშე სხდომას ითხოვს