სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ახალციხელ აქტივისტს თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, – გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
დღეს, 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ აქტივისტს, სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატი, მარიამ ლაშხი ჯამში უჩივის სამ ახალგაზრდა ქალს იმის გამო, რომ 17 მაისს, აქტივისტები მისი მიმართულებით იძახდნენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…”
ფოტო: “პუბლიკა”