ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ირა ძირკვაძე წალკაში, სოფელ გუმბთის საჯარო სკოლის მასწავლებელია. ის ქართულ და ინგლისურ ენებს უკვე 5 წელია ასწავლის. წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორისაა.
ირა ეკომიგრანტია, აჭარიდან. 2002 წლამდე ხულოში, სოფელ დიოკნისში ცხოვრობდა. შემდეგ ოჯახთან ერთად წალკაში, სოფელ გუმბათში გადმოვიდა საცხოვრებლად.
სკოლაში 2017 წლის შემდეგ ასწავლის. მოსწავლეებთან ერთად ხშირად შეხვდებით საკლასო ოთახს მიღმა, სკოლის ეზოში ან მდინარის პირას. ფიქრობს , რომ არაფორმალურ გარემოში სწავლება ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას.
გაკვთილებს ხშირად ატარებს “მომავლის ოთახშიც”. ეს ოთახიც სკოლაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირა ძირკვაძემ პროექტ “ეს წალკაას” მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსებაც მოიპოვა. სივრცე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
27 წლის მასწავლებელი წალკიდან, ასევე სოციალური საწარმო „გუმბათის“ თანადამფუძნებელია, რომელიც 2020 წელს საუკეთესო სოციალურ საწარმოდ დასახელდა. საწარამოს პროექტის ფარგლებში, CENN-ის ფინანსური მხარდაჭერით სკოლის ეზოში სასმელი წყალიც შემოიყვანეს.
ირა ძირკვაძე მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მისმა კოლეგამ წარდაგინა. თავდაპირველად თვლიდა, რომ ასაკიდან გამომდინარე პროექტში მონაწილეობისთვის მზად არ იყო, თუმცა ათეულშიც მოხვდა და ფინალისტებს შორისაა.
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, 5 სექტემბერს უკრაინის გლობალური ჯილდოს 2017-2021 წლების გამარჯვებულმა მასწავლებლებმა დაასახელეს. გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება.