დღეს, 22 ივლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების პირველი სესია დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში ფიზიკის გამოცდა მიმდინარეობს.
“დღევანდელ სესიაზე 281 მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, თუმცა ამათგან 261 გამოცხადდა. გამოცდა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში არ ფიქსირდება დაგვიანების ან სხვა რაიმე დარღვევის ფაქტი,” – TOK TV-სთან ამბობს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა ინასარიძე.
ავტორი: მიშო დარბაიძე