გურია, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. ოფიციალური ცნობებით, სახელწოდება “გურია” პირველად მერვე საუკუნის ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული.
რეგიონში არსებული გამოწვევები კლიმატის ცვლილების მიმართულებით, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა და სამოქალაქო აქტივიზმის როლი კლიმატის ცვლილების შერბილებაში – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, გურიის რეგიონის მაგალითზე, რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მედიატური CENN-ის ორგანიზებით გურიაში გაიმართა, რომელშიც ჩვენი მულტიმედია ჟურნალისტი, წალკის ბიუროს წარმომადგენელი, ლერი კოჩალიძეც ჩაერთო.
მედიატური CENN-ის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან პარტნიორობით გაიმართა.