ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
მეთესლეობის სამოდელო მეურნეობა ახალციხეში. ამ პროფილის საჩითილე სათბური საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ახალციხეშია.
აქ გამოყვანილი ჩითილები, სპეციალისტების შეფასებით, გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით.
მეთესლეობის სამოდელო მეურნეობა ახალციხეში. ამ პროფილის საჩითილე სათბურში, რომელიც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ახალციხეშია სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი გამოჰყავთ.
ნერგები სპეციალისტების შეფასებით, გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით. აღნიშნული სათბური USAID-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
სათბურში მოყვანილი კარტოფილის ჩითილის მეურნეობის მიზანია, 15 000-ზე მეტი მცირე ფერმერისთვის გაუმჯობესებული და მაღალმოსავლიანი სათესლე კარტოფილის მიწოდების უზრუნველყოფა.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია ლოკალური ორგანიზაცია სასოფლო საკონსულტაციო სამსახური, რომელმაც სათბურის და მისი მიმდებარე ტერიტორია გამოყო.
ორგანიზაციის მენეჯერი ,რუსუდან მდივანი ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივ უნივერსიტეტთან და კოლეჯთან , რომლის ბენეფიციარებსაც ადგილზე ამზადებენ და ასაქმებენ. სათბურში ამ ეტაპზე დასაქმებულია 12 ადგილობრივი.