კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე უკვე მეორე დღეა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.
ამავე წყაროს ცნობით, ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა აღდგა, რომელიც ერთი დღის განმავლობაში შეზღუდული იყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.