მერიას კონკრეტული პასუხი არ აქვს თუ როდის ჩართავენ ახალციხეში ტაბლოებს

January 21, 2025

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ტაბლოებისთვის ინფრასტრუქტურის დამონტაჟება თითქმის 3 თვეა დაიწყეს და მიმანიშნებლები ჩამოკიდეს, – ისინი ამ დრომდე ჩართული არ არის. 

ადგილობრივები პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ ამის გამო უჭირთ ტრანსპორტით სარგებლობა, რადგან მათთვის ჯერ კიდევ უცნობია თუ როდის მივა მუნიციპალური ავტობუსები დანიშნულების ადგილზე. 

ახალციხის მერიას ახლაც არ აქვს კონკრეტული პასუხი იმაზე თუ როდის ჩართავენ ტაბლოებს, აქ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ციტატა: “ტაბლოები დამონტაჟებულია და უახლოეს პერიოდში ჩაირთვება.”

აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიამ 18 ახალი ავტობუსი გასული წლის თებერვალში ჩამოიყვანა. ტრანსპორტის სოფლების მიმართულებით მოძრაობას თითქმის 6 თვე დასჭირდა. მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენს მედიასთან არაერთგზის ამბობდა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე თვეში დასრულდებოდა ტაბლოები დღემდე გამორთულია.