2 ივლისს, სეტყვის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგაში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. ახალციხის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებოდნენ და ინფრასტრუქტურული ზარალი შეისწავლეს, რომელსაც კომისია განიხილავს.
კომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული რა ტიპის დახმარებას აღმოუჩენენ დაზარალებულებს.
მერიის ინფორმაციით, ერთი კომისიის სხდომა უკვე ჩატარდა, “მომდევნო ეტაპზე მოხდება დაზიანებული სახცოვრებელი სახლების დამატებით შესწავლა და მიყენებული ზიანის დათვლა, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას.”