ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენში და სოფლებში დერცელსა და ჩორჩანის ადმინისტრაციულ ორგანოში ცვლილებებია. დაბა ადიგენში და სოფელ დერცელში მერის წარმომადგენელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოეწურათ და ახალი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდათ.
დაბაში ვახტანგ ათოშვილი, ჩორჩნის თემში მერის წარმომადგენელმა ზაზა ტაბატაძემ შეცვალა. რაც შეეხება ჩორჩნის თემს აქ მერის წარმომადგენელი, ვახტანგ ზაქაშვილი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე გვიდასტურებს.
რაც შეეხება სოფელ დერცელს, მერის თქმით, ნოდარ გორგაძე ზაზა შავაძემ ჩაანაცვლა.
მისი თქმით, დაბა ადიგენის და სოფელ დერცლის რწმუნებულების ხელშეკრულების არ გაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი მათი სურვილი იყო.
ჩვენი რედაქცია ცდილობს თითოეულ მათგანთან დაკავშირებას.
აქვე გეტყვით, რომ საკადრო ცვლილებები მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც, რის შესახებაც ინფრომაციას გაეცანით აქ: ძველი და ახალი მერის წარმომადგენელი ვალეში და სვირში — ახალციხე