საქართველოში და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსული დეზინფორმაციის გავლენა ძლიერია. ტროლები, ბოტები და რუსეთის ინფორმაციულ წყაროებზე დამოკიდებული საზოგადოების ნაწილი დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ უფრო მარტივად ექცევა. შესაბამისად, ექსპერტები ამბობენ, რომ ამავე რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება და რუსული პროპაგანდის საპირწონედ სწორი ინფორმაციის მიწოდება.
ახალქალაქში ,ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად სწორედ დასავლური ინსტიტუტების და მათ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა.
__________________________________________________
პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.